loader

ჩვენ შესახებ

უძრავი ქონების საამზომველო და საკონსულტაციო კომპანია შპს “ალიგატორი” შეიქმნა 2001 წელს ერთობლივი გერმანულ-ქართულიპროექტის kfw “მიწის კადასტრი და რეგისტრაცია” ფარგლებში საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების შესრულების მიზნით. აღნიშნული პროექტიემსახურებოდა მიწის ბაზრის განვითარებას საქართველოში. შპს “ალიგატორი” მონაწილებდა kfw-ს პროექტის განხორციელებაში მის საბოლოოდასრულებამდე 2007 წლამდე.

გერმანულ-ქართული პროექტის kfw ფარგლებში იმ დროისათვის უახლესი GPS აპარატურის გამოყენებით შპს “ალიგატორმა” განახორციელა საქართველოს სხვადასხვა რაიონების - ვანის, ახალციხის, წალკის, თეთრიწყაროს და კასპის რაიონების მიწის ნაკვეთების კადასტრი და მოახდინა აღნიშნული რაიონების ერთიანი GIS გეომონაცემთა ბაზის შექმნა.

2005 წლიდან შპს “ალიგატორი” აფართოვებს საქმიანობის სფეროს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების უფრო ფართო სპექტრს, როგორიცაა გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოები, ტოპოგრაფიული და თემატური რუკების შედგენა, შენობების აზომვითი სამუშაოები და პროექტირება, გეოსაინფორმაციო სისტემები და გეომონაცემთა ბაზების შექმნა.

2008 წლიდან შპს “ალიგატორი” გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებელი, რაც საშუალებას იძლევაგანვახორციელოთ როგორც უძრავი ქონების აზომვა, ისე მასზე უფლებათა რეგისტრაცია. ასევე გაგიწევთ უძრავი ქონების რეგისტრაციასთანდაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე კვალიფიციურ უფასო კონსულტაციას.

ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, თანამედროვე საამზომველო ხელსაწყოები და უახლესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით, მომხმარებლის ინტერესების სრული დაცვით სწრაფად და ხარისხიანად განვახორციელოთ თქვენთვის საჭირო მომსახურება.


ოფისი

(+995 32) 2478717

მობილური

599 360322, 595 923555

მისამართი

ქ. თბილისი, მ ალექსიძის ქ. 3, B ბლოკი. ბ 5.

ელ.ფოსტა

info@alligator.ge